Pages

Saturday, July 14, 2018

სესიაშვილი: „ხიშბა–სიგუას სიას“ იურიდიული ძალა არ აქვს

ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი „ხიშბა–სიგუას სიას“. სესიაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ სიას იურიდიული ძალა არ აქვს.
„ ვიდრე აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები სამწუხაროდ დაკარგულია და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ამ სიის შინაარსი და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება, მეორეხარისხოვანია. ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს“,–განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარაშნიამ თქვა, რომ „ხიშბა-სიგუას სიაში“ სამართლიანად მოხვდა.
„ცალკე რომ ავიღოთ, მიხეილ სააკაშვილს მეც შევიყვანდი სიაში, ახალაიას, კეზერაშვილს და აგერ ბოკერია გვიზის პარლამენტში"- განაცხადა ადა მარშანიამ.
ოკუპირებულ სოხუმში ადგილობრივმა აქტვისტებმა ორგანიზაციიდან „არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის და მთავრობის სახელზე მიმართვა გამოაქვეყნეს და მათ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეების „შავი სიის“ მიღებას სთავაზობენ.
სიაში 26 ადამიანია. მათ შორის ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნებიც.
„არუუა“ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ამ სიის უახლოეს მომავალში განხილვას სთხოვს და პროექტს ქართული მხარის ქმედებებზე იძულებით პასუხს უწოდებს.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა. ამ ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი 27 ივნისს გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა.
2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.
გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საპასუხოდ საკუთარი „შავი სიის“ შექმნით დაიმუქრა ოკუპირებული ცხინვალიც.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment