Pages

Wednesday, July 4, 2018

პოლონეთში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალ კანონს არ ემორჩილება და პენსიაზე არ გადის

პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარს ამბობს დაემორჩილოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალი კანონს. მალგორსატა გერსდორფის თქმით, კანონი, რომელიც მოსამართლეებს 65 წელს მიღწევის შემდეგ პენსიაზე გასვლას ავალდებულებს, „საკადრო წმენდაა“, რომელსაც მთავრობა სასამართლო სისტემაში ატარებს.
მანამდე გაერსდორფს გადადგომისკენ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას ნებაყოფლობით არ აპირებს და სამსახურში გამოცხადდება.
პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონით, უზენაესი სასამართლოს წევრთა 40%-ს პენსიაზე გასვლა მოუწევს.
პოლონეთის სასამართლო რეფორმის გამო, ვარშავის წინააღმდეგ გამოძიება ევროკავშირმა დაიწყო. მის წინააღმდეგ ვარშავაში საპროტესტო აქციაზე მრავალი ადამიანი გამოვიდა. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი გასული წლის 15 ივლისს მიიღო. დოკუმენტის თანახმად მინისტრებსა და დეპუტატებს ეძლევათ იურიდიული უფლება  მოსამართლე კონსულტაციის გარეშე დანიშნონ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment