Pages

Wednesday, July 11, 2018

საქართველო რაგბიში ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს

საქართველოში ივლისის ბოლოს რაგბიში ოთხთა ტურნირის უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
„რაგბის ზაფხულის თასი“ საქართველოში პირველად გაიმართება.
ტურნირიში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი და ექვსგზის ჩემპიონი „რასინგ 92“, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი საქართველო XV იქნება.
ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისაა და 3 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო XV-ს ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესიკ ხამაშურიძე გაწვრთნის. ამ ეტაპზე გუნდი დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდება და ლეგიონერები გამოძახებული არ იქნებიან. 
მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.
გარდა გამარჯვებული გუნდისა, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

No comments:

Post a Comment