Pages

Friday, July 13, 2018

ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს - სიღარიბის დონე არ მცირდება" - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

ჩვენ ორ­ჯერ და სამ­ჯერ კი არა, ათ­ჯერ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბით მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებს და სი­ღა­რი­ბის დონე არ მცირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ აგ­რა­რულ სა­კი­თხთა, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის, დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის, რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის და სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ.
ქო­ბუ­ლი­ამ ისა­უბ­რა ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე, რო­მე­ლიც, მისი შე­ფა­სე­ბით, შთამ­ბეჭ­და­ვია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­თა შო­რის.
„მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი პროგ­რე­სის, სა­ქარ­თვე­ლო დღეს, მსოფ­ლიო ბან­კის შე­ფა­სე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, რჩე­ბა ღა­რიბ ქვეყ­ნებს შო­რის. ეს აიხ­სნე­ბა პირ­ველ რიგ­ში იმით, რომ მი­უ­ხე­და­ვად საკ­მა­ოდ კარ­გი ზრდი­სა, ის ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ქმნის ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე, არის ძა­ლი­ან მცი­რე. ჩვენ ორ­ჯერ და სამ­ჯერ კი არა, ათ­ჯერ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბით მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებს. ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რომ ხალ­ხმა კარ­გად იცხოვ­როს. სი­ღა­რი­ბის დონე არ მცირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ქო­ბუ­ლი­ამ
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment