Pages

Thursday, July 19, 2018

მედია: სკრიპალებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულნი არიან

პირები, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკსა და ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტ სერგეი სკრიპალსა და მის შვილს თავს დაესხნენ,  იდენტიფიცირებულნი არიან. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
ამავე ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პოლიციის გამომძიებლებმა სავარაუდო დამნაშავეები დაადგინეს ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შედარებით იმ პირების მონაცემებთან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ სკრიპალების მოწამვლის პერიოდში. ინფორმირებული წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილები რუსეთიდან არიან.
მანამდე მედიაში დაიწერა, რომ დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში 6 ადამიანი ფიგურირებს და ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის ორგანიზებით მოქმედებდნენ. The New York Times-ის ინფორმაციით, კი ეს პირები  რუსეთის "გრუ"-ს (სახელმწიფო დაზვერვის სამსახური) თანამშრომლები იყვნენ.
სერგეი და იულია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ და ისინი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
დიდი ბრიტანეთში ეს "ნოვიჩოკით "მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment