Pages

Friday, July 6, 2018

სოფო კილაძე „ნიკორას“ თანამშრომლებს სამართლებრივ მხარდაჭერას ჰპირდება

ნიკორაში“ შრომის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.
კილაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნიკორას“ თანამშრომლები შრომის უფლებების დარღვევაზე საჯაროდ პროტესტს აფიქსირებენ.
„ვფიქრობ, არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებმა, არამედ კერძო კომპანიებმა და მით უმეტეს, ისეთმა წარმატებულებმა ქართულ ბაზარზე, როგორიც „ნიკორაა“, თანამშრომლების უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი უნდა უჩვენონ ჩვენს საზოგადოებას.
კმაყოფილი, მოტივირებული თანამშრომელი საწინდარია ბიზნესის წარმატების. ეს გამოცდილება არსებობს განვითარებულ დასავლეთში, რაც უამრავჯერ პრაქტიკით არის დადასტურებული. მონობის ადგილი არ არის თანამედროვე საქართველოში.
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „ნიკორას“ თანამშრომლებთან და მაქსიმალურად დავუდგებით მათ გვერდით შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაში"- აცხადებს სოფიო კილაძე.
შრომის უფლებების დარღვევაზე „ნიკორას“ თანამშრომლებმა ილაპარაკეს "იმედის დილის" სიუჟეტში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment