ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სირიაზე, ირანსა და უკრაინაზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს.
ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისფინალურ მატჩს დაესწრება. მაკრონი პუტინს საფრანგეთი ხორვატიის მატჩის დაწყებამდე შეხვდება.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე 24 მაისს, პირველად კი ჰამბურგში, G20-ის სამიტზე შეხვდა.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას რუსეთის 11-მა ქალაქმა უმასპინძლა. მუნდიალის ფინალი მოსკოვში დღეს გაიმართება.
საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment