Pages

Tuesday, August 28, 2018

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 34% უცხოელია


დედაქალაქში ქუჩებში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულთა 34% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც bpn.ge-ი ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის მთლიანობაში 3021 ჯარიმა დაიწერა, აქედან 2785 ოქმი შედგენილია ქვეითი ინსპექტორების, 226 კი სამანქანო ეკიპაჟების მიერ.
ეკიპაჟებმა სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო 192 ოქმი შეადგინეს. აქედან 131 ფიზიკური პირი და 61 ორგანიზაცია იყო.
რაც შეეხება მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას, სტატისტიკის მიხედვით წელს 2838 ჯარიმა დაიწერა. აქედან 66 ოქმი ორგანიზაციაზე გამოიწერა, ხოლო 2769 - ფიზიკურ პირზე. ფიზიკური პირებიდან 1922 საქართველოს, 870 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment