Pages

Friday, August 24, 2018

ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს

საქართველოში "ისრაელის სახლის" დამფუძნებლის, იციკ მოშეს ინფორმაციით, შესაძლოა ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს. 

როგორც მან Allnews.ge-ს განუცხადა, შესაბამისი საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ ოფიციალურმა ორგანიზაციებმა შესაბამის შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
"საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, ამ ორი წლის წინათ ისრაელის პარლამენტს ოფიციალურად მიმართა და საწყის ეტაპზე, საქართველოს 500 მოქალაქეზე სამუშაო ნებართვა მოითხოვა. ბიზნეს პალატისვე ორგანიზებით, თბილისს ამ საკითხთან დაკავშირებით ეწვია ქნესეთის (პარლამენტის) ხელმძღვანელობა, ოპოზიციის ლიდერი და პროფკავშირის წარმომადგენლები. მათ საქართველოს ხელისუფლებას გააცნეს ისრაელის მხარის მზაობა კვოტების გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრისთვის საჭიროა ორივე მთავრობის აქტიური მუშაობა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა იმედს გამოთქვამს, 
რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. ოფიციალურმა ორგანიზაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ", - განმარტა იციკ მოშემ.
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი   
 
"ისრაელის სახლის" დამფუძნებლის თქმით, ხანგრძლივი ლობისტური სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ პროცესსა და საბოლოო შეთანხმების მიღწევაში კი უდიდესი წვლილი ისრაელში საქართველოს საელჩომ შეიტანა.

"შესაბამის ინფრომაციას მალე ოფიციალური არხებიდან მიიღებთ. მიზანი ერთია, ბოლო მოეღოს ისრაელში არალეგალურად სამუშაოდ წასვლას და ამისათვის დიდი ოდენობით თანხის გადახდას," - განაცხადა იციკ მოშემ.
allnews.ge

No comments:

Post a Comment