Pages

Saturday, September 15, 2018

მოიმარაგეთ ნაჭრის ჩანთები - 17 დღეში პარკების გამოყენება იზღუდება

საქართველოში, ზუსტად 17 დღეში, პოლიეთილენის პარკების გამოყენება იზღუდება, 6 თვის შემდეგ კი სრულად აიკრძალება. ქვეყანაში შეიზღუდება, როგორც პლასტიკის პარკების წარმოება, ასევე იმპორტი და რეალიზაცია. მას ევროკავშირის მსგავსად ბიოდეგრადირებადი, ქაღალდის, მრავალჯერადი გამოყენების პარკები და ჩანთები ჩაანაცვლებენ. 
რა შეიცვლება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში? 
ალბათ იშვიათად აკვირდებით ფაქტს, რომ ყოველდღიურად უამრავი პოლიეთილენის პარკებს აგდებთ ურნაში. საშუალოდ სუპერმარკეტიდან, მაღაზიიდან ან სწრაფი კვების ობიექტიდან კი 10 პარკით მოდიხართ. კონსულტანტები პოლიეთილენს არ იშურებენ. ერთი სახის პროდუქტს ერთ პარკში გილაგებენ, პურს მეორეში, სხვა სახის ნაწარმს კიდევ ერთ, განსხვავევბული ფორმისა და ფერის პლასტიკში. შემდეგ ყველა ამ პროდუქტს ერთ ან ორ, დიდი მოცულობის პარკში ათავსებენ. შედეგად სახლში ერთჯერადი პოლიეთილენის პარკის მთელი შეკვრა შეგვაქვს, რომელიც მეორედ გამოუდეგარია.  სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პარკს იყენებს.  თუ ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ერთ წელში 2 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკი ხვდება ბუნებაში, რომლის დაშლას უმცირესი 400 წელი სჭირდება. სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საზოგადოება კი გამოწვევის წინაშე დგას, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს ჩვევა და ყოველდღიური შენაძენებისთვის ოდნავ მეტი ძალისხმევა დახარჯოს.
იმისთვის, რომ სახლში პროდუქტი წაიღოთ, აუცილებელია თან გქონდეთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა. ხშირად ჩანთის წაღება დაგავიწყდებათ, დაგეზარებათ ან დაუგეგმავად გადაწყვეტთ სუპერმარკეტში შესვლას და გაბრაზდებით. იმედია ამ დროს გაგახსენდებათ, რომ პოლიეთილენის პარკები აბინძურებს მდინარეებს, ზღვებსა და ოკეანეებს, კლავს წყლის ბინადრებს და ფრინველებს, რომლებისთვისაც პლასტიკის ცელოფნები ხაფანგებია. პლასტიკის ნაწილაკები კი წყლისა და სხვა სახით ხვდება ისევ ჩვენს ორგანიზმში.  
აკრძალვის ამოქმედებამდე მსხვილმა სუპერმარკეტებმა, სააფთიაქო ქსელების ნაწილმა სრულად ამოიღო პლასტიკი მოხმარებიდან, ნაწილი კი მოქალაქეებს ალტერნატივის სახით მრავალჯერადი ჩანთების ყიდვას სთავაზობს, რაც ახალი უნარჩვევების გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანია. ​
ჩვენს ქუჩებში უამრავი მფრინავი პარკი ბინადრობს, რომელიც სერიოზულ პრობლემას გვიქმნის და გამოსავალი საყიდლებზე მრავალჯერადი ჩანთით სიარულია. დავიწყოთ დღეს, ხვალ აკრძალვა ამოქმედდება. 70-იანი წლებიდან ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება. ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ნაწარმი, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი. პოლიეთილენის პარკები არის ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%.
ajaratv.ge

No comments:

Post a Comment