ბათუმში, ერთ-ერთ დასახლებაში 22 წლის ახალგაზრდამ 55 წლის დედა დაჭრა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს, დაჭრილი ქალი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
"ბინაში ქალბატონი იწვა სისხლის გუბეში, იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. თვითონ იჭერდა კისრის ჭრილობაზე ხელს. სამ წუთში, ჩვენ უკვე ვიყავით რეფერალურ კრინიკში. ქალის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია", - აცხადებს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექთანი.შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს.
როგორც AMBEBI.GE-ს სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას, 1963 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment