Pages

Friday, September 21, 2018

საფრანგეთში ცხოვრობს კაცი, რომელსაც 400 ქვეწარმავალი ჰყავს მოშინაურებული

საფრანგეთში 65 წლის კაცი 400 ქვეწარმავალთან ერთად ცხოვრობს. ფილიპ გილიეტის უცნაურ კოლექციაში ნიანგები, შხამიანი გველები და ასობით სახეობის რეპტილიაა. ამის შესახებ Euronews-ი წერს
ხერხემლიანი ცხოველები, როგორც გოლიეტის სახლში, ისე მის კერძო ეზოში ბინადრობენ. ქვეწარმავლების მოყვარული ფრანგი კაცი 400 რეპტილიაზე თავად ზრუნავს და საჭმელსაც საკუთარი ხელით აჭმევს.
იუმორით ყვება, რომ მას ორი ნიანგი ჰყავს, რომლებსაც სახელებიც შესაბამისი შეურჩია - ალი და გატორი. კოლექციონერი ამბობს, რომ სხვადასხვა სახეობის რეპტილია მან წლების განმავლობაში მოიშინაურა. ნაწილი აუქციონზე იყიდა, ნაწილი კი შემთხვევით აღმოაჩინა და სახლში მიიყვანა.
ფილიპ გილიეტის მთავარი მიზანი ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment