Pages

Sunday, September 30, 2018

თვითგამოცხადებულ დონეცკში 4 ბავშვი ნაღმზე აფეთქდა

თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 4 არასრულწლოვანი ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქალაქ გორლოვკას მერის მოადგილემ ივან პრიხოდკომ განაცხადა.
მისი თქმით, ნაღმი 11:40 საათზე აფეთქდა. შედეგად სამი ბიჭი დაიღუპა. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი 13 წლის იყო, თუმცა არ აზუსტებს სხვების ასაკს. დაშავებული 10 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment