Pages

Saturday, September 15, 2018

არიანა გრანდემ დაღუპულ ყოფილ შეყვარებულს გრძნობები გაუმხილა

ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ ყოფილი შეყვარებულის, რეპერ მაკ მილერის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. წყვილი შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე დაშორდა ერთმანეთს.„მე შენ 19 წლიდან გაღმერთებდი. არ მინდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ. ვწუხვარ, რომ შენი ტკივილი ვერ დაგიამე, თუმცა მინდოდა. იმედი მაქვს ახლა კარგად ხარ. განისვენე.“ - წერს გრანდე.
არიანა გრანდეს ყოფილი შეყვარებული, ამერიკელი რეპერი, კომპოზიტორი და პროდუსერი მაკ მილერი 26 წლისა გარდაიცვალა. მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირება გახდა. 
სოციალური ქსელის მომხმარებლები მაკ მილერის გარდაცვალებაში არიანა გრანდეს ადანაშაულებენ, რადგან ცნობილია, რომ მილერს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები მომღერალ არიანა გრანდესთან დაშორების შემდეგ დაეწყო.
ახლა  გრანდე კომედიანტ პიტ დევიდსონზეა დანიშნული.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment