Pages

Thursday, September 27, 2018

კალაძემ ის სარგებელი დაასახელა, რასაც მძღოლები ტაქსის ლიცენზიით მიიღებენ


თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების ფერის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ქალაქში ტაქსების რაოდენობას არ შეამცირებს. მან თქვა, რომ ხაზი უნდა გაესვას იმ სარგებელს, რასაც მძღოლები ტაქსის ლიცენზიით მიიღებენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"თქვენ იცით, რომ რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ფერს რაც შეეხება, ეს არის მეორე ეტაპი და ეს ვალდებულება შემოდის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ იმ ბენეფიტებსაც ხაზი, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. ეს არის ის, რომ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ქალაქში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილები და ისარგებლებენ პარკირების სისტემით. ასევე საშემოსავლოსგან არიან გათავისუფლებულები ლიცენზიის მქონე მძღოლები. ასევე მათ კონკრეტული ადგილები მიეთითებათ ავტომობილებზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეკლამა გაყიდონ და იქიდან მიღებული თანხები იქნება მათი საკუთრება. ტაქსის მანათობელს პირველ ეტაპზე ლიცენზიის მქონე მძღოლს უფასოდ გადასცემს დედაქალაქის მერია. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა შემუშავებული და ამასაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. 
თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment