Pages

Monday, September 24, 2018

ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი გასაჯაროვდა - რა დაავადებები დაუდგინდა ყოფილ პრემიერს

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დას­მულ დი­აგ­ნოზს ასა­ჯა­რო­ვებს. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მე­რა­ბიშ­ვილს ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტი; ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი (მარ­ჯვნივ), ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი და­უდ­გინ­და. ამას­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლია.
„სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მსჯავ­რდე­ბულ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მას ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი აქვს. მსჯავ­რდე­ბულს და­ეს­ვა დი­აგ­ნო­ზი და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა აქვს და­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მედ­პერ­სო­ნა­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს.
ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი მას­თან შე­თან­ხმე­ბით შერ­ჩე­ულ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც მას ჩა­უ­ტარ­და ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. კერ­ძოდ: ოტო-რინო-ლა­რინ­გო­ლო­გის, ოფ­თალ­მო­ლო­გის, ნევ­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი; მათ შო­რის, თა­ვის ტვი­ნის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ან­გი­ოგ­რა­ფი­ულ რე­ჟიმ­ში, კის­რი­სა და ხერ­ხემ­ლის სვე­ტის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, გულ-მკერ­დის და და­ნა­მა­ტი წი­ა­ღე­ბის რენტგე­ნოგ­რა­ფია, რი­ნოს­კო­პია, ოფ­თალ­მოს­კო­პია.
რაც შე­ე­ხე­ბა დი­აგ­ნოზს, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია, დი­აგ­ნო­ზი გა­სა­ჯა­როვ­დეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად, მსჯავ­რდე­ბულს და­უდ­გინ­და დი­აგ­ნო­ზი: ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტი; ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი (მარ­ჯვნივ), ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი“, - ნათ­ქვა­მია სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment