Pages

Thursday, September 27, 2018

ინდოეთში კაცის მრუშობა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ არის

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მრუშობას სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი მოუხსნა. კოლონიალური ეპოქიდან მოყოლებული, 158 წლის კანონი ყველა კაცს, რომელსაც დაქორწინებულ ქალთან ქმრის თანხმობის გარეშე ჰქონდა სექსი, თავისუფლების აღკვეთით სჯიდა. 
BBC-ის ცნობით, უცნობია დღემდე რამდენი ადამიანი გაასამართლეს ამ მუხლით, მონაცემები არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ კანონი არ სჯიდა ქალს და კაცი მიიჩნეოდა დამნაშავედ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონი კაცების მიმართ დისკრიმინაცია იყო. 
ეს ამ თვეში უკვე მეორე ძველი კანონია, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. 6 სექტემბერს, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ჰომოსექსუალების სექსი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment