ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერთან პირად შეხვედრაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დონალდ ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებაზე (NAFTA) ორმხრივი მოლაპარაკებები ცუდად მიმდინარეობს. მისივე თქმით, აშშ უკმაყოფილოა კანადის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილე პირებით.
აშშ-ს, მექსიკას და კანადას შორის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1992 წელს მოეწერა, ძალაში კი 1994 წელს შევიდა.
დონალდ ტრამპის მოთხოვნით ამ შეთანხმების ახალი პირობებზე კონსულტაციები მხარეებმა 2017 წელს დაიწყეს. ვაშინგტონი ცვლილებების შეტანას ავტოწარმოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ კვოტებზე მოითხოვდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment