Pages

Friday, September 28, 2018

უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდებმა წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ 1.097 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე.
აგვისტოს თვეში გადახდების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 154.794 მილიონი ლარი. ეს წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტია.
სტატისტიკაში ასახულია ბანკომატების, პოსტერმინალებისა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მონაცემები.
აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში სულ 944 492 ოპერაცია განხორციელდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment