Pages

Friday, September 14, 2018

დიდი ბრიტანეთი პეტროვისა და ბოშიროვის ვერსიებს სოლსბერიში მომხდარის თაობაზე უნდობლობას უცხადებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ბრალი დასდო სკრიპალების საკითხის გაბუნდოვანებისა და ტყუილის მორიგ მცდელობაში. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
საქმე ეხება რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილ რუსეთის ორი მოქალაქეს, რომლებიც ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) თანამშრომლობაში. 1
ორმა კაცმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი, ინტერვიუ მისცეს რუსეთის ტელეარხ Russia Today-ს. ეჭვმიტანილებმა უარყვეს მათი მონაწილეობა მკვლელობის განზრახვაში. მცირე ფრაგმენტში, რომელიც რუსულმა ტელეარხმა უჩვენა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი სოლსბერის ესტუმრნენ ბრიტანეთში მყოფი საერთო მეგობრის თხოვნით, რა დროსაც, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით მიახლოვებოდნენ სერგეი სკრიპალის სახლს.
დიდი ბრიტანეთის პარლმენტის დეპუტატმა სოლსბერიდან, ჯონ გლენმა, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა განცხადება ნდობას არ იმსახურებს. მისი სიტყვებით, ინტერვიუში მოყოლილი ვერსია არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელთ არსებულ ინფორმაციას.
5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მათ გამოაშკარავებაში ლონდონს ბრიტანელების მიერ გადაბირებული აგენტი დაეხმარა, რომლის კოდური სახელი „აპოლონია“. სწორედ მან გაუმხილა ბრიანულ სპეცსამსახურებს ეჭვმიტანილების სახელი.
მისი ინფორმაციით, პეტროვსა და ბოშიროვს დიდ ბრიტანეთში თან ახლდა კიდევ 4 პირი ახლდა, რომლებიც სკრიპალებს უთვალთვალებდნენ.
რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამლვას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთში ეს "ნოვიჩოკით "მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ეიმსბერიში ბრიტანელები „ნოვიჩოკით“ მოიწამლნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment