Pages

Sunday, September 30, 2018

ჰოლანდია მასშტაბურ ტერაქტს გადაურჩა - "აფეთქება კულტურული ღონისძიებების დროს იგეგმებოდა"

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ფან­ტუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი ისევ გა­აქ­ტი­ურ­დნენ; რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჰო­ლან­დი­ა­ში ISIS–ის შვი­დი წევ­რი და­ა­კა­ვეს, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ მა­სობ­რი­ვი ჩხრე­კა და­ი­წყო და საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ამო­ი­ღო.
"აღ­მო­ჩე­ნი­ლია 100 კგ-ზე მეტი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა. შემ­თხვე­ვა ნი­დერ­ლან­დე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ არ­ნემ­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ბელ­გი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ელი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლი... სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნი­დერ­ლან­დებ­ში და­გეგ­მი­ლი მას­შტა­ბუ­რი კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს, ასე­ვე აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­დნენ. ამას­თან, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს უკვე ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, ასე­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და გა­აჩ­ნდათ რუ­კე­ბი, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად აპი­რებ­დნენ აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბას, რათა მსხვერ­პლი რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ყო­ფი­ლი­ყო..." - წერს bbc.com.
ჰო­ლან­დი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ტე­რაქ­ტე­ბი ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზეც იგეგ­მე­ბო­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, საფრ­თხე ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს და ისი­ნი მაქ­სი­მა­ლურ მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან, რად­გან მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, საქ­მე ეხე­ბა უფრო ფარ­თო ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თდრო­უ­ლად გეგ­მავ­დნენ ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებს და რო­მელ­თა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლებს მუდ­მი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დათ.
bbc.com-ის ცნო­ბით, შვი­დი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი რო­ტერ­დამ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ასა­კი 18-დან 34 წლამ­დეა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბის სა­თა­ვე­ში 34 წლის ერა­ყე­ლი ქურ­თი, ვინ­მე "ჰარ­დი" იდგა, რო­მე­ლიც 2014 წელს სი­რი­ა­ში მოქ­მე­დი "ფრონტ ან-ნუს­რას" ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და სამ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.
მის­მა ძმამ ჰო­ლან­დი­ურ ტე­ლე­კომ­პა­ნია NOS-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რაქ­ტის და­გემ­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უსა­ფუძ­ვლოა. თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს, რო­გორ გად­მოჰ­ყავთ რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, არ­ნემ­ში, პრე­ზი­კხა­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან და ფრან­გუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი­დან.ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მათ შო­რის დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი არ ყო­ფი­ლა და მისი აყ­ვა­ნა სხვა­გან მოხ­და... 16-დან 20 წლამ­დე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, ადრე სი­რი­ის სა­ზღვარ­თან, თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ა­საც ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი...
ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც "ვაილ ელ-ას" ზედ­მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, გა­სულ წელს ჰო­ლან­დი­ის ავი­ა­ბა­ზის პე­რი­მეტრში, ბა­ზის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს... თუმ­ცა, მისი და თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.
პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს აყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში თან ჰქონ­დათ ხუთი ერ­თე­უ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ასე­ვე "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" ტი­პის ავ­ტო­მა­ტე­ბი და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი­სა და შა­ჰი­დის ქამ­რე­ბის მო­პო­ვე­ბის გზებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამავდრო­უ­ლად, "და­სა­ვერ­ბოვ­კე­ბელ­თა" სიას ად­გენ­დნენ. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჰო­ლან­დი­ა­ში ტე­რორ­მიზ­მის საფრ­თხე 4-ბა­ლით არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.
ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მარკ რი­უ­ტე აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი­სა და უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის აცი­ლე­ბა შეძ­ლეს. "ბოლო წლებ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გაც ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დნენ ბრი­ტა­ნე­თი, საფრ­ნა­გე­თი და გერ­მა­ნია..." – გა­ნა­ცხა­და მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.
ბოლო ხა­ნებ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში "გან­გა­შის სიგ­ნა­ლი" არა­ერ­თხელ გა­ის­მა. ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა არა­ერ­თი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment