Pages

Monday, September 24, 2018

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა


საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარებას და აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესსა და არჩევნებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, საელჩოს ექნება სადამკვირვებლო მისია და იმედი გვაქვს, ეს იქნება კიდევ ერთი თავისუფალი არჩევნები“, - თქვა დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე ელიზაბეთ რუდმა.
საქართველოში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment