მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კონკურსისა და ამ კონკურსში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობას საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც გამოეხმაურა.
„საბჭოს წევრი მოსამართლეებისგან თითქმის მთელმა შემადგენლობამ დაინიშნა თავი უვადოდ. ორი წელია ვუყურებთ სწრაფ პროცესს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები, რომელთაც საეჭვო რეპუტაცია აქვთ და არის კითხვის ნიშნები, სასწრაფოდ ინიშნებიან უვადოდ და იყენებენ იმ ვითარებას რაც დღეს არის. ეს არის ურთიერთმხარდაჭერით განპირობებული ჯგუფი. როგორც ჩანს, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება მათთვის სახარბიელოა და ისინი იყენებენ ამას. თუმცა, ის, რომ ჩვენ შეუსაბამო ადამიანებს ვნიშნავთ უვადოდ, ჩვენი შვილები გადაიხდიან. ამ პროცესში შემდეგი საფეხური იქნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა. როდესაც ნოემბრიდან კონსტიტუციური ცვლილებები შევა ძალაში, ჩვენ გველოდება მოსამართლეების დანიშვნის კასკადი. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა, ბუნებრივია, საკუთარ თავს ან საკუთარი ჯგუფის წევრებს ხედავს ამ ვაკანსიებზე", - განაცხადა ანა დოლიძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ცდილობს თავისი გავლენა გამოიყენოს და უვადოდ მოსამართლე გახდეს. ამ ბრალდებას მოგვიანებით მიქაუტაძე გამოეხმააურა და თქვა, რომ კონკურსში მონაწილეობით ის კანონს არ არღვევს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment