Pages

Friday, September 14, 2018

ფინეთის ქალაქში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ცეცხლი ფინეთში ქალაქ სალოში სანთლების ქარხანაში გაჩნდა. დაიწვა 200 ტონა პარაფინი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქარხანა 10 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ცეცხლის ჩაქრობას 30 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს . მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყვიტა, სამაშველო სამსახურმა მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია, რადგან ცეცხლის გამო დიდი რაოდენობით ტოქსიკური კვამლი გამოიყოფა.
დილით კვამლის გამო ქალაქის ცენტრალურ ტრასაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment