Pages

Sunday, September 30, 2018

ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს

ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სევრცეა გათვალისწინებული. ამ დრომდე, ცენტრის 30-მდე თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ახალ შენობებში უკვე განთავსდა ფოთის და ბორჯომის რაიონული სამსახურები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment