Pages

Friday, September 28, 2018

მაია მიმინოშვილისა და გიორგი მაჩაბელის შემცვლელების ვინაობა ცნობილია


EDU.ARIS.GE-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი თუ ვინ დაიკავებს მასწავლებლის სახლისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელების პოსტებს.
ჩვენი ინფორმაციით, „მასწავლებლის სახლში“ გიორგი მაჩაბელს ბერიკა შუკაკიძე შეცვლის, რომელიც ამ პოსტზე უკვე დანიშნულია. რაც შეეხება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მაია მიმინოშვილის ნაცვლად უწყებას სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს.
კონკურსი დასრულებულია და გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელის პოსტზეც. თუმცა კონკრეტული პირის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია.
EDU.ARIS.GE-იმ საკითხის გადამოწმება თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ასევე “ნაეკში” სცადა, თუმცა უწყებებში ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მის უწყებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები 10 სექტემბერს გაათავისუფლა. თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ასევე მისი მოადგილეებიც, ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment