ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა უნგრეთს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
სოროსმა უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი გაასაჩივრა, რომელიც არალეგალი მიგრანტების დახმარებისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. ეს კანონი „შეაჩერე სოროსის“ სახელით არის ცნობილი.
სარჩელი ოფიციალურად "ფონდი-ღია საზოგადოებამ" წარადგინა. სარჩელში წერია, რომ კანონი „შეაჩერე სოროსი“ გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს, რაც ადამიანის უფლებაში ევროპული კონვენციით არის გარანტირებული.
ამ კანონის გამო სოროსმა „ფონდი-ღია საზოგადოება“ ბუდაპეშტში მოქმედი ოფისი დახურა და აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილ ოპერაციები ბერლინის ოფისშიგადაიტანა. 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებების გამო სოროსის უნივერსიტეტის დახურვა შესაძლებელი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევას ორბანის მმართველი პარტია უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment