Pages

Wednesday, September 26, 2018

ხმელთაშუა ზღვის დიეტა დეპრესიის რისკს ამცირებს


ხმელთაშუა ზღვის დიეტის კიდევ ერთი დადებითი თვისების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. დიეტა მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, კაკლითა და თევზით. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით გაანალიზეს 41 კვლევა, რომლის შედეგადაც კვების რაციონსა და დეპრესიის განვითარების რისკებს შორის კავშირი დადგინდა.
ადამიანებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავენ, 33%-ით ნაკლები რისკი აქვთ, რომ დეპრესიის დიაგნოზი დაუსვან.
სპეციალისტების თქმით, არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ადამიანის დიეტის ხარისხსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირია.
კვლევის შედეგების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ძირითადად ტრანსცხიმებს, ხორცს და ალკოჰოლს მოიხმარენ, დეპრესიისკენ მიდრეკილება აქვთ. 
მკვლევრების თქმით, დიეტით შესაძლებელია ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორებიცაა: ოქსიდაციური სტრესი, ინსულინისადმი რეზისტენტულობა, ანთებითი პროცესები, რომლებიც ასევე დეპრესიის წარმოშობასაც უწყობენ ხელს.
ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან დაკავშირებით ასევე ცნობილია, რომ ის მოხუცებში სიკვდილიანობის რისკს 25%-ით ამცირებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment