ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მოეთხე დღეს, 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეორე წრეში, ერთმანეთს ზებედა რეხვიაშვილი და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე დაუპირისპირდნენ.
პირველ წრეში ორივე, მათგანმა დაისვენა. 1/16 ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა კი დაძაბული გამოდგა. ოქროს ქულის აღება, ეგუტიძემ ექვს წამში შეძლო. ეფექტური გდებით ვაზარი მოიპოვა და მესამე წრეში გავიდა. ზებედა რეხვიაშვილი კი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მესამე წრეში ანრი ეგუტიძე ყაზახ აზიზ კალკამანულისა და სამხრეთ კორეელ სენგსუ ლის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
imnedinews.ge
No comments:
Post a Comment