ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ჯიხაშკარელები საზარანდიოს უბანში გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენასა და მოსაცდელის გაკეთებას მოითხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, აქციის მსვლელობისას მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩება.
როგორც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, ამ პრობლემას ხელისუფლება უმოკლეს დროში მოაგვარებს და მოსახლეობას ახალი გზა ექნება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment