Pages

Sunday, September 16, 2018

"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"

თით­ქმის არ მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხი, რო­მელ­საც ემიგ­რან­ტი არ ჰყავს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სა­ზღვარ­გა­რეთ ეძებს არ­სე­ბო­ბის­თვის, გა­დარ­ჩე­ნის­თვის, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო სახ­სრებს, რის გა­მოც უამ­რა­ვი სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა უწევთ.
თუ სად, რო­გორ და რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა გა­უ­წი­ოს სა­ხელ­მწი­ფომ დახ­მა­რე­ბა ემიგ­რანტ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ნუგ­ზარ კოხ­რე­ი­ძე, რო­მე­ლიც 11 წელი მუ­შა­ობ­და მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ალ­ში. სწო­რედ ის გვი­ამ­ბობს სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბით დაგ­რო­ვი­ლი მა­გა­ლი­თე­ბით, თუ რა სა­ხის ბა­რი­ე­რებს ეჯა­ხე­ბი­ან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.
- პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რა­ცე­მიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მო­ქა­ლე­ქეს ხვდე­ბა, ეს არის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, გა­უ­ცხო­ე­ბის დაძ­ლე­ვა, რაც მათ შო­რის მრა­ვალ­წლი­ან­მა და­შო­რე­ბამ გა­მოწ­ვია. ხში­რად სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხვდე­ბი­ან. უჭირთ იმ ქცე­ვე­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წე­სე­ბის მი­ღე­ბა, რაც ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ. შე­საძ­ლოა ხა­სი­ათ­ში დიდი ცვლი­ლე­ბა არც იყოს და წას­ვლამ­დე რა ჩვე­ვე­ბიც ჰქონ­დათ, ისევ ისე­თი­ვე ჩვე­ვე­ბით დახ­ვდნენ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის რიტმს აჰ­ყვა და ყო­ვე­ლი წუთი, სა­ა­თი გათ­ვლი­ლი აქვს, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვერ ეგუ­ე­ბა ახ­ლობ­ლებ­ლის უმოქ­მე­დო­ბას. ვთქვათ მა­გა­ლი­თის­თვის მე­უღ­ლე რომ მთე­ლი დღე უსაქ­მუ­რად არის და არა­ფერს აკე­თებს. მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, ეს არის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი სწო­რედ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ბრუნ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ფაქ­ტე­ბი, როცა მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გა­რე­შე. ფაქ­ტობ­რი­ვად უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხა შემ­დეგ ხმარ­დე­ბა მათ მკურ­ნა­ლო­ბას. მე­სა­მე ფაქ­ტო­რი ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ისევ უწევთ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მებ­თან შე­ჯა­ხე­ბა, რის გა­მოც იძუ­ლე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან ხე­ლახ­ლა გახ­დნენ ემიგ­რან­ტე­ბი.
- რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ე­წი­ოს ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს?
- 1951 წელს და­არ­სდა მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში იძუ­ლე­ბით ად­გილ­ნაც­ვა­ლი ან უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით. პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რო ამ ოგა­ნი­ზა­ცი­ას აქვს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას,რომ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა მო­ქა­ლა­ქე, მი­მარ­თავს მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფისს უკან დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით და ორ­გა­ნი­ზა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მგზავ­რო­ბას და შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მათ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას. რე­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის დახ­მა­რე­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა: სა­მე­დი­ცი­ნო, გა­და­უ­დე­ბე­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ბიზ­ნეს­ხელ­შე­წყო­ბა. მე ვმუ­შა­ობ­დი მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 11 წელი. გარ­და ამი­სა მსგავ­სი ტი­პის პროგ­რა­მა გა­აჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო­საც. რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.
- თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ერ­თი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის გა­სა­ჭი­რი გექ­ნე­ბათ მოს­მე­ნი­ლი...
- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ამ­ბე­ბი არ არის ერთჯე­რა­დი და ძი­რი­თა­დად კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის წი­ნა­შე მა­შინ ვხვდე­ბო­დით, როცა მო­ნი­ტო­რინგს ვა­ტა­რებ­დით და გა­მო­კი­თხვის დროს ვე­კი­თხე­ბო­დით ქალ­ბა­ტო­ნებს, თუ რო­გორ გრძნობ­და ის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თავს და რამ­დე­ნად შეძ­ლო იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია, რო­მელ­შიც დაბ­რუნ­და. მახ­სენ­დე­ბა ერთ-ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ მოხ­და. ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სახ­ლი გა­ყი­დუ­ლი დახ­ვდა, მე­უღ­ლე კი სხვა­ზე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. გა­სა­ო­ცა­რია ის, რომ ამ ქალ­ბა­ტონს უმა­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს შვი­ლე­ბი და მშობ­ლე­ბიც. ის ჩუ­მად ჩა­მო­ვი­და, სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა სურ­და და აქ ასე­თი ამ­ბა­ვი დახ­ვდა. ჩნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ უმა­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს? იმი­ტომ უმა­ლავ­დნენ, რომ ის იყო ერ­თა­დერ­თი თან­ხის შე­მომ­ტა­ნი ოჯახ­ში.
- დღეს უკვე და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა დედა-შვი­ლის ურ­თი­ურ­თო­ბა სკა­ი­პურ­თი­ერ­თო­ბად და რო­გორ უწევთ ემიგ­რანტ ქალ­ბა­ტო­ნებს შვი­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა...
- ხში­რად მსმე­ნია ის­ტო­რი­ე­ბი მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სამ­სა­ხუ­რის მიღ­მაც. ჩვენ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვართ და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ოჯა­ხი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი, ვი­საც ემიგ­რან­ტი არ ჰყავს. მი­ნა­ხავს ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის მი­მარ­თა­ვენ და სა­უ­ბარს იწყე­ბენ მი­ყი­დე, ფული მჭირ­დე­ბა - ამ ტო­ნით, რაც თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შვილ­სა და მშო­ბელს შო­რის გა­წყდა ემო­ცი­უ­რი ბმა, კავ­ში­რი, იმი­ტომ, რომ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, როცა დე­დას მო­უ­წია წას­ვლამ. ასაკ­საც აქვს და პე­რი­ოდს გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ვინ­მეს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, ეს რა­ტომ ხდე­ბა და რა­ტომ გა­ცივ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, სწო­რედ მსგავს პრობ­ლე­მებ­ზე, რომ მშო­ბე­ლი, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ დოვ­ლა­თის შე­მომ­ტა­ნი ისე არ აღიქ­ვან
ambebi.ge

No comments:

Post a Comment