Pages

Thursday, September 20, 2018

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთში ფოლკლორის რეაბილიტირებული სახელმწიფო ცენტრი კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზეიმოდ გახსნა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ცენტრის გახსნის ერთ-ერთ მთავარი მიზანია ახალი თაობის ფოლკლორით დაინტერესება, მათთვის დაგროვილი ცოდნის გადაცემა და გაზიარება. შესაბამისად, ცენტრი ხელმისაწვდომია რეგიონის ბავშვებისთვის.
უწყების ცნობით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ავარიული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სულ 1639892.38 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 
1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment