Pages

Monday, September 24, 2018

სატელიტურმა რადიო კომპანიამ Pandora $3.5 მილიარდად შეიძინა


სატელიტურმა რადიო კომპანია SiriusXM-მა Pandora 3.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ The Verge-ი წერს
SiriusXM-ის განმარტებით, Pandora-ს შეძენის მიზანი სერვისის პოპულარიზაციაა. ცნობილია, რომ Pandora-ს ყოველთვიურად დაახლოებით 70 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 5.6 მილიონი ფასიანი სერვისის გამომწერია, მაშინ როდესაც SiriusXM-ის მომხმარებელთა რაოდენობა 36 მილიონს არ აჭარბებს. 
2017 წლის ივნისში SiriusXM-მა სამაუწყებლო სერვისში 480 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 
2017 წელს Pandora-მ Premium სერვისი აამოქმედა, რითაც მომხმარებლებს თავის გემოვნებაზე მორგებული მუსიკალური პლეილისტის შექმნის შესაძლებლობა მისცა.
2018 წლის მეორენახევარში კომპანიამ 200 მილიონი დოლარი იზარალა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment