Pages

Monday, October 22, 2018

ბრიტანელი ოჯახი 14 წელი შეცდომით სხვის საფლავზე დადიოდა


ბრიტანელმა კეტრინ კვიკმა ბებიის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ გაარკვია, რომ მისი ცხედარი სულ სხვა ადგილზეა დაკრძალული. ამის შესახებ Metro წერს
კვიკის ბებია 82 წლის მარიონ ჯარვისი 2003 წელს სიმსივნისგან გარდაიცვალა. კვიკმა და დედამისმა მოინდომეს, რომ ქალი ქალაქ პენარტში იმ სასაფლაოზე დაეკრძალათ, სადაც მისი ბებია და ბაბუა იყვნენ დაკრძალული.
სასაფალაოს ხელმძღვანელობამ ოჯახი დაარწმუნა, რომ ბებია მითითებულ ადგილას დაკრძალეს. კვიკმა და დედამისმა ბებიის საფლავზე წარწერა აღმართეს და იქ რეგულარულად მიდიოდნენ.
2016 წელს კვიკმა ორსულობისას შეიტყო, რომ ნაყოფს იშვიათი გენეტიკური დაავადება ჰქონდა, რის გამოც დიდი შანსი იყო, რომ ბავშვი დაბადებამდე ან დაბადებისთანავე გარდაცვლილიყო.
ქალმა აბორტი გაიკეთა და მოისურვა, რომ ნაყოფი ბებიის გვერდით დაეკრძალა. 1 კვირის შემდეგ კვიკს სარიტუალო სააგენტოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბებია სხვა ადგილას არის დაკრძალული.
ოჯახმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოახერხა, რომ ბებიის ცხედარი მისი ნათესავების გვერდით დაეკრძალა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment