The Economist-მა 2017 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო 167 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა.
ინდექსი ზომავს დემოკრატიის დონეს საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, სამოქალაქო თავისუფლებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
საქართველოს მაქსიმალური 10 ქულიდან 5.93 ქულა აქვს და ამ მონაცემით ის ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება.
საქართველოს 2016 წელსაც 5.93 ქულა ჰქონდა, მაგრამ 78-ე ადგილზე იყო. 2016 წელს საქართველო 4 პუნქტით დაწინაურდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment