Pages

Wednesday, October 24, 2018

ბრიტნი სპირსმა თავისი ჰიტის 20 წლის იუბილეზე ფანებს მადლობა გადაუხადა


ბრიტნი სპირსის ცნობილი სიმღერის, Baby One More Time-ის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამ თარიღს მომღერალი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ამის შესახებ BBC წერს. 
„ძნელია იმის გადმოცემა, რას ნიშნავს ჩემთვის ეს დღე. 20 წლის წინ მსოფლიომ პირველად მოისმინა ჩემი მუსიკა. იმდენი რამ მოხდა მას შემდეგ... მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჩემს არაჩვეულებრივ ფანს, რომლებიც პირველი დღიდან ჩემ გვერდით ხართ. ამ წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავს. ყველა მიყვარხართ“ - დაწერა მომღერალმა. 
1998 წლის 23 ოქტომბერს, მაშინ როცა სიმღერა Baby One More Time გამოვიდა, ბრიტნი სპირსი მხოლოდ 16 წლის იყო. 
ამის შემდეგ მისი ყველა სიმღერა ჰიტად იქცა. მათ შორის Toxic, Womanizer და Oops!...I Did It Again.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment