Pages

Friday, October 26, 2018

ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 357 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 ოქტომბრამდე, ამოღებულია 290 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. 
ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment