ბათუმელი მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის "მაგადასკარის" პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.
დედის განცხადებით, 4 წლის ბიჭს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად უამბო და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა. ვაშაყმაძემ პოლიციასა და სკოლის დირექტორს მიმართა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"ორივე ხელზე აქვს დაზიანებები, ეტყობა ვიღაცამ შეანჯღრია. ბავშვს, რომ ვკითხე დაასახელა პედაგოგი, ასევე თქვა, რომ სახეში გაარტყა. დავრეკე პილიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა. დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა. პედაგოგმა დამირეკა და არც უარყო ფაქტი, ახსნა რომ თოჯინების სპექტაკლი დავდგით, ბავშვებმა იჩხუბეს და მაგ დროს მიიღებდა სავარაუდოდ დაზიანებასო,"- განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.
დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და მშობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს. ის არ გამორიცხავს, რომ ბავშვზე შესაძლოა დედამ იძალადა.
სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment