Pages

Sunday, October 21, 2018

რუსთავში აფეთქებისას დაშავებულ 8 წლის გოგოს თბილისში გადმოიყვანენ

რუსთავში, აფეთქებისას დაშავებულ 8 წლის გოგოს კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ, თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ.
მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კლინიკასთან დაშავებულთა ახლობლები იმყოფებიან. რუსთავის მერის მოადგილის ინფორმაციით, ავტოფარეხის დემონტაჟს კერძო კომპანია ახორციელებდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment