Pages

Sunday, October 7, 2018

სიახლე მათთვის, ვინც მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მუშაობს - ცვლილებები "შრომის უსაფრთხოების" კანონში

მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცველ მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა პი­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გის­ტრა­ცია ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში 2018 წლის 15 ნო­ემ­ბრამ­დე უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.
ახა­ლი ვადა “შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით წეს­დე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს ხელს აწე­რენ დე­პუ­ტა­ტე­ბი: სო­ფიო კი­ლა­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­რა­ია, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი.
დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, ყვე­ლა პირი, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცველ მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ან სა­მუ­შა­ო­ებს, ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, მთავ­რო­ბის მიერ შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის მი­ღე­ბი­დან 60 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში - ე.ი. მო­ცე­მულ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში - არა­უგ­ვი­ა­ნეს 2018 წლის 28 სექ­ტემ­ბრი­სა.
რო­გორც ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, სა­წარ­მო­თა დიდ­მა ნა­წილ­მა რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლი­სათ­ვის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს სწო­რედ ბოლო დღეს მი­მარ­თა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დღე ტაქ­სე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გის­ტრა­ცი­ის ბოლო დღეს და­ემ­თხვა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის რე­სურ­სი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ამ რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­სა­ღე­ბად.
“სა­წარ­მო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, წარ­მო­იშ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბა ამ პი­რებს მი­ე­ცეთ და­მა­ტე­ბი­თი დრო რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, რაც მათ შე­უ­ფერ­ხებ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, პი­რებს, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცველ მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ან სა­მუ­შა­ო­ებს, და­მა­ტე­ბით მი­ე­ცეთ გო­ნივ­რუ­ლი ვადა შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში, რე­გის­ტრა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის“, - გან­მარ­ტა­ვენ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი.
მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამ საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას - 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment