ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550,000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
საწარმო აქტიურადაა ჩართული "რთველი 2018"-ში და ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო და უხვი მოსავალია. 1080 ტონა ყურძენი უკვე დაკრეფილია და საწარმოებშია ჩაბარებული. მევენახეების შემოსავალმა, ამ ეტაპისთვის, 7,3 მლნ ლარს მიაღწია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment