Pages

Sunday, October 7, 2018

ვინ არის ქრისტინა პუშოუ, რომელიც სარალიძის აქციაზე მივიდა და რა აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილთან

პარ­ლა­მენ­ტთან შვილ­მოკ­ლუ­ლი მა­მე­ბის აქ­ცი­ა­ზე ვა­შინგტო­ნი­დან სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ჩა­მო­სუ­ლი ქრის­ტი­ნა პუ­შოუ მი­ვი­და. ქრის­ტი­ნა პუ­შო­უმ ზაზა სა­რა­ლი­ძე­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს პლე­დე­ბი, წყა­ლი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი გა­დას­ცა.
AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრის­ტი­ნა პუ­შოუ მა­ლი­ბუ­ში (კა­ლი­ფორ­ნია, აშშ) და­ი­ბა­და, ამ­ჟა­მად კი ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს. იგი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა და ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას. ქრის­ტი­ნა კომ­პა­ნია Politiacl Vanguard-ში პო­ლი­ტი­კურ კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობს.
პუ­შოუ წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის ეკო­ნო­მი­კა­ზე. ასე­ვე, PR კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს პო­ლი­ტი­კო­სებს/პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს - რო­გორც ბრენ­დინ­გში, ისე კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში.
ქრის­ტი­ნა პუ­შოუ ბა­კა­ლავ­რის ხა­რისხს ფლობს ის­ტო­რი­ა­სა და რუ­სულ ენა­ში. სწავ­ლობ­და სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გარ­და ამი­სა, მცი­რე ხნით რუ­სეთ­შიც სწავ­ლობ­და, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­შიც.
იგი სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ ხში­რად სტუმ­რობს. წერს ვი­დე­ობ­ლო­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მა­ყუ­რე­ბელს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბებს სთა­ვა­ზობს. აცხა­დებს, რომ მისი აზრი ყო­ველ­თვის არ ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ებს და რომ ეს მისი კერ­ძო, ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბია.
ქრის­ტი­ნა პუ­შოუ კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, არის ნამ­ყო­ფი აფხა­ზეთ­შიც. პუ­შოუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რია. 2017 წელს Georgia Today-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს სტა­ტია სა­თა­უ­რით „მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის შთა­გო­ნე­ბა“, სა­დაც სა­უბ­რობს სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­გორც მის „მენ­ტორ­ზე“, მის „ინ­სპი­რა­ცი­ა­ზე“. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქრის­ტი­ნა პუ­შო­უ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­ერ­თი ერ­თობ­ლი ფო­ტოც აქვთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment