Pages

Saturday, October 27, 2018

საეჭვოდ იქცეოდა და რაღაცას "ჩალიჩობდაო" - რა უთხრა გამოძიებას მუშამ, რომელმაც პოლიცია იაგო ნებიერიძის კვალზე გაიყვანა

8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 34 წლის გო­რე­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სა­ღა­მოს­ვე და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე უბან­ში მდე­ბა­რე სახ­ლში სხვა მუ­შებ­თან ერ­თად სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში კი­ნო­ლო­გე­ბი ჩა­ერ­თვნენ და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას კვალ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ძაღ­ლებ­მა გა­იყ­ვა­ნეს.
გო­გო­ნას ცხე­და­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­ზე იპო­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ხელ-ფეხი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი, თავ­ზე კი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი. 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ"ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.
სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა და­ი­წყო, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, კახა სა­ბა­ნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. გო­გო­ნას ცხე­დარს კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.
ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ვი. ად­ვო­კატ მა­მუ­კა ნო­ზა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2004 წელს ის გორ­ში 11 წლის ბი­ჭუ­ნას ზაქ­რო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და და ბავ­შვის მშობ­ლებს 20 000 ლარს სძა­ლავ­და. დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის დე­დის, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, - იმ­ხა­ნად ნე­ბი­ე­რი­ძის მამა მათ ავ­ტო­ფა­რეხს უშე­ნებ­და და მისი ვა­ჟიც საკ­მა­ოდ ხში­რად მი­დი­ო­და მათ­თან.ნე­ბი­ე­რი­ძემ ბი­ჭუ­ნას გა­ტა­ცე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ აღი­ა­რა, ამ­ბობ­და, რომ ამ საქ­მეს­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ, გა­უჩ­ნდა ფუ­ლის შოვ­ნის სურ­ვი­ლი და ამი­ტო­მაც თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით შე­უგ­დო წე­რი­ლი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში ნე­ბი­ე­რი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა და სა­სა­მარ­თლომ 22 წლის გა­მომ­ძალ­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში გა­ა­მარ­თლა და თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით 5 წლამ­დე სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ნე­ბი­ე­რი­ძე საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე მე­ო­რედ ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მოჩ­ნდა. მან სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ა. წ. თე­ბერ­ვალ­ში და­ტო­ვა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment