Pages

Tuesday, October 23, 2018

თურქეთის ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი - საუდელი ჟურნალისტის სხეულის ნაწილები საკონსულოს ტერიტორიაზე, ჭაში აღმოაჩინეს

თურქმა სამართალდამცველებმა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის სხეულის ნაწილები საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე ჭაში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ თურქეთის ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა დოღუ პერინჩეკმა განაცხადა.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰაშქაჯის სხეულის ნაწილები საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე ჭაში აღმოაჩინეს“, - განუცხადა მან გამოცემა Haberler-ს.
ოფიციალურ დონეზე ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.
19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ჰაშქაჯი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment