Pages

Wednesday, October 24, 2018

კიბოთი დაავადებულმა ბრიტანელმა ქალმა შვილის გამო მკურნალობაზე უარი თქვა


დიდი ბრიტანეთის მკვიდრი, რომელმაც ორსულობისას კიბოს მკურნალობაზე უარი თქვა, გარდაიცვალა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
2014 წელს ჯემა ნათოლმა ორსულობის მეოთხე თვეს გაიგო, რომ საკვერცხის კიბო აქვს. იმისთვის, რომ ქალს მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპია დაეწყო, აბორტი უნდა გაეკეთებინა, რაზეც მან უარი თქვა. 
9 თვის განმავლობაში სიმსივნე გაიზარდა. ექიმები იძულებულები გახდნენ საკეისრო ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა სიმსივნე ამოეჭრათ.
ოპერაციის შემდეგ ქალის მდგომარეობა გაუჯობესდა, თუმცა 2016 წლის აპრილში ნათოლს თავის და ფილტვების სიმსივნე აღმოუჩინეს. მისი მკურნალობისთვის ფულის შესაგროვებლად სპეციალური გვერდი შეიქმნა. მას ჰოლივუდის მსახიობი ქეით უინსლეტიც დაეხმარა. საბოლოოდ 440 000 დოლარი შეგროვდა.
2018 წლის დასაწყისში კვლევებმა აჩვენა, რომ 29 წლის ნათოლი განიკურნა. თუმცა რამდენიმე თვეში მას კიბო კვლავ აღმოუჩინეს. ამ შემთხვევაში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment