Pages

Sunday, October 21, 2018

ყვარელში სალომე ზურაბიშვილის პლაკატები დააზიანეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს. პლაკატების ერთი ნაწილი ჩამოხსნილია, ნაწილი კი - შეღებელი. ზოგიერთ ადგილზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატს დატანილი აქვს წარწერა - „მოღალატე სალომე" .
,ქართული ოცნების ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფაქტს ადასტურებს. როსტომ სესიაშვილის განცხადებით, დაზიანებული საარჩევნო პლაკატები დღეს დილით შენიშნეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს მმართველი გუნდი უჭერს.
საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment