Pages

Monday, October 22, 2018

ნიკოტინის მარილის შემცველი ელექტროსიგარეტები სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა


ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს მეცნიერების მტკიცებით პოპულარული ელექტროსიგარეტების უმრავლესობა ადამიანის ორგანიზმს ძლიერ აზიანებს. მათ ეს ზიანი ადამიანის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების დალევას შეადარეს. კერძოდ კვლევისას ისინი დაინტერესდნენ ისეთი ელექტროსიგარეტით, რომელიც ნიკოტინის მარილებს შეიცავს, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია. კვლევის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
ელექტროსიგარეტების მიერ ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შესწავლის დროს, მეცნიერებმა ორგანიზმებში აღმოაჩინეს მძიმე ლითონები, როგორიცაა ტყვია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ელსიგარეტებში.
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად მიღებული ზიანი თითქმის იდენტურია. მძიმე მეტალებს შეუძლიათ გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის შეფერხება, გულ - სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების პროვოცირება, რაც არითმიისა და სისხლძარღვთა ანევრიზმის წინაპირობაა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment