Pages

Monday, October 22, 2018

ცხინვალის რეჟიმი დაკავებულ ქართველებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ Sputnik-ossetia წერს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ლობჯანიძე და ტეტელოშვილი მღვდელმსახურები არიან, სასაზღვრო სამსახურმა ისინი ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადასცა. რაც შეეხება შამანაურს და შუკაკიძეს, მათ მიმართ მიმდინარეობს ძიება, უახლოეს პერიოდში საქმის მასალები სასამართლოს გადაეცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში 20 ოქტომბერს დააკავეს.
21 ოქტომბერს ოკუპანტებმა მორჩილი 2000 წელს დაბადებული გურამ ლობჯანიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის წყაროზე წყლის ამოსატანად იყო ჩასული. მამა პავლე ( იოსებ ტეტელოშვილი) მის დასახმარებლად ჩავიდა, თუმცა მისი თხოვნის მიუხედავად გაეთავისუფლებინათ მორჩილი, ორივე გადაიყვანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე. ორივე დაკავებული მალევე გაათავისუფლეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment