Pages

Saturday, October 27, 2018

პატრიარქი გორში მოკლული ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, გორში მოკლული მცირეწლოვანი ნანა ბერიაშვილის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ბატონ ხვიჩა და ქალბატონ გვანცა ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდია თქვენი მწუხარება და განსაცდელი მომხდარის გამო.
ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.
მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდადა იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათგანგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.
ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული“, - წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment