Pages

Thursday, October 25, 2018

რა ღირს საქართველოს სასტუმროებში დასვენება

საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევის თანახმად, 2018 წლის სექტემბერში, აპრილთან შედარებით, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.4%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 5.7%-ით შემცირდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
სექტემბერში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების ღირებულება საშუალოდ 135 ლარია. საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თბილისში - 153 ლარი და სამცხე-ჯავახეთში - 151 ლარი ფიქსირდება. ყველაზე დაბალი საშუალო ფასი კი გურია და ქვემო ქართლია (74 და 85 ლარი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 244 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა და შესაბამისად, 336 ლარი და 269 ლარი შეადგინა. ყველაზე დაბალი ფასები კი 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის სექტემბერში იყო: სამეგრელო-ზემო სვანეთში - 153 ლარი და გურიაში - 180 ლარი.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი, სექტემბერში 521 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 619 ლარი შეადგინა, კახეთში - 400 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 383 ლარი, ხოლო აჭარაში - 527 ლარი.
სექტემბერში საოჯახო სასტუმროებში არსებული საშუალო ფასი 70 ლარი იყო. მათგან ყველაზე მაღალი საშუალო ფასო გურიასა (122 ლარი) და ქვემო ქართლში (104 ლარი) დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ფასი კი - შიდა ქართლსა (56 ლარი) და იმერეთში (58 ლარი)
imedinews.ge

No comments:

Post a Comment